суббота, 2 ноября 2013 г.

ვაჟას ჩარგალი

პროექტის სახელწოდება: ვაჟას ჩარგალი
პროექტის მთავარი იდეა:  ვაჟა-ფშაველას ცხოვრების უკეთ გაცნობა. სახლ-მუზეუმის დათვალიერება, რამდენიმე ინსცენირება ვაჟას მოთხრობებიდან.
პროექტის აქტუალობა:  ეს პროცესი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს გაიღრმაონ ცოდნა ვაჟას ცხოვრების შესახებ.უკეთესად გაიგონ რატომ იყო ვაჟა ბუნების მგოსანი.
პროექტის მიზნები:  მოსწავლეებბმა შეძლონ გაარკვიონ რატომ იყო ვაჟა-ფშაველა ბუნების მგოსანი.განუვითარდეთ კვლევა-ძიების უნარი.დამოუკიდებლად შეძლონ დასკვნების გამოტანა.მოამზადონ საპრეზენტაციო თემა.
მონაწილეთა ასაკი:   (10-11) წლის მოსწავლეები.
ხანგრძლივობა:   1 დღე.
მოსალოდნელი შედეგები:   ცოდნის გაღრმავება ბუნებასთან კავშირში. გაეცნობიან ვაჟას სამყაროს.მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას. დატკბებიან ბუნების სურათების ხილვით.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   ავტო-სატრანსპოტო საშუალება, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები,  ფოტო-აპარატი.

პროექტის მსვლელობა:    მოსწავლეები დაათვალიერებენ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს .შევქმნი ჯგუფებს. ერთი ჯგუფი წარმოადგენს მინი სპექტაკლს ვაჟას შემოქმედებიდან,მეორე ჯგუფი დახატავს ბუნების სურათებს ,მესამე ჯგუფი გადაიღებს სურათებს.ორი მოსწავლე წარმოადგენს საპრენზეტაციო თემას: ''ბუნების მგოსანი".
საგნებთან კავშირი:    ბუნებასთან, ხელოვნებასთან.
პროექტის ხელმძღვანელი:    მაია ღოღაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:    maiagogadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:    gogadzemaia.blogspot.com